Tuesday, April 10, 2012
ყველა ადამიანს განსხვავებული მუსიკალური გემოვნება აქვს.. მე ჯაზს ვუსმენ, რომელიც ჩემი აზრით გემოვნებიანი და ძველი მუსიკალური ჟანრია. მაინტერესებს ყველაფერი ჯაზის შესახებ.. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ბლოგი ჯაზის შესახებ გამეკეთებინა და უფრო მეტი ადამიანი დამეინტერესებინა მუსიკის ამ ჟანრით.. მართალია ნათქვამია, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა მუსიკის სფერო ხშირად ხდება ერთ–ერთი ყველაზე სადაო თემა ჩვენს თაობაში... ამიტომ ვინც თვლით, რომ ჯაზი არ არის გემოვნებიანი მუსიკა, მოდით ჯერ მის ისტორიას გავეცნოთ ცოტათი მაინც და შემდეგ შევაფასოთ ;;) და ვისაც მოგწონთ, უბრალოდ ისიამოვნეთ!!!

როგორ წარმოიშვა ჯაზი ???
ჯაზი მდინარე მისისიპის დელტაში წარმოიშვა, სადაც ქალაქი ნიუ–ორლეანი მდებარეობს. ჯაზი ნიუ–ორლეანის საროსკიპოში დაიბადა. ბადი ბოლდენი და ჯელი როლ მორტონი სწორედ სტორივილის საროსკიპოებში ხვეწდნენ ჯაზს.საროსკიპოში დაბადედებულ ჯაზს დედაც ჰყავდა და მამაც. დედას ბლუზი ერქვა, მამას კი რეგტაიმი.
იმ დროინდელი ქალბატონები ხშირად ხმარობდნენ სუნამოს რომელსაც ჯასმინის სუნი ჰქონდა, სწორედ სახელი Jazz-იც აქედან მოდის. სიტყვა Blues ნიშნავს ნაღვლიან, დეპრესიულ ხასიათს... ეს ბუნებრივია, რადგან "პირველი ბლუზმენები" ხომ აფრო–ამერიკელი მონები იყვნენ . Ragtime კი სიტყვა–სიტყვით რომ ვთქვათ დაფლეთილ რიტმს ნიშნავს. იგი XIX საუკუნის აფრო–ამერიკული საცეკვაო მუსიკიდან, მარშებიდან, პოპულარული საოპერო არიებიდან და, რაც მთავარია, იმ რიტმული მრავალფეროვნებებიდან წარმოიშვა, ოდითგანვე რომ მოსდგამდა ამერიკის მიწაზე გადმოხვეწილ აფრიკულ მუსიკალურ ტრადიციას.
Subscribe to:
Comments (Atom)

