Thursday, June 7, 2012
George Benson
ჯორჯ ბენსონი (22 მარტი, 1943) არის ეთჯერ გრემის ჯილდოს გამარჯვებული ამერიკელი მუსიკოსი, რომლის კარიერაც დაიწყო ოცდაერთი წლის ასაკსი, როგორც ჯაზის გიტარისტი. ბენსონმა მნიშვნელოვანი წინსვლა გააკეთა 1960–იან წლებში და ასრულებდა სოულ ჯაზს. შემდეგ მანდ დაიწყო სოლო კარიერა სადაც ჯაზი, პოპი და R&B იყო გაერთიანებული.
Miles Davis

მაილს დევისი (სრული სახელი: მაილს დიუი დევის III, ინგ. Miles Dewey Davis III) (26 მაისი, 1926 - 28 სექტემბერი, 1991) – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი მუსიკოსი.
საყვირზე შემსრულებელი, ბენდის ლიდერი და კომპოზიტორი, დევისი ფორფოსტი იყო თითქმის ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენისა ჯაზის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მან შეასრულა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ადრეული "ბებოპ" სტილის კომპოზიციები და გამოუშვა პირველი ქულ-ჯაზის ჩანაწერები. ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია მოდალური ჯაზისგანვითარების, ხოლო ჯაზ-როკი კი მისი ნამუშევრებიდან წარმოიშვა სხვა მუსიკოსებთან ერთად გვიანდელ 1960-იან და ადრეულ 1970-იანებში. თავისუფალი ჯაზი იყო ერთადერთი ომისშემდგომი სტილი, რომლეზე დევისს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ზოგიერთი მუსიკოსი მისი ბენდებიდან მოგვიანებით ამ მიმართულებას მიჰყვება. მისი ჩანაწერები, მისსავე მრავალრიცხოვან ბენდებთან ცოცხალ შესრულებებთან ერთად, გადამწყვეტი იყო ჯაზის, როგორც მუსიკალური ხელოვნების ჟანრის, დამკვიდრებაში. ჯაზის პოპულარიზატორმა და ინოვატორმა, დევისმა სახელი გაითქვა წყნარი, მელოდიური სტილითა და ლაკონური, დროდადრო კონფრონტაციული, პერსონალიით. როგორც მაღალ-ანაზღაურებადი და მუდამ გემოვნებით ჩაცმული ჯაზის მუსიკოსი, დევისი ასევე ჯაზის მუსიკის კომერციული პოტენციალის სიმბოლო გახლდათ.
ლეგენდარული ჯაზმენი Ray Charles
რეი ჩარლზი (Ray Charles, სრული სახელი Ray Charles Robinson) (23 სექტემბერი, 1930 – 10 ივნისი, 2004) ამერიკელი პიანისტი და სოულის შემსრულებელი იყო, რომელმაც დასაბამი მისცა რითმ–ენდ–ბლუზის მიმდინარეობას. მან შემოიტანა სოულის ხმოვანება ქანთრიში. ფრენკ სინატრამ მას უწოდა "ერთადერთი ნამდვილი გენიოსი ამ ბიზნესში". ხოლო ჟურნალმა "როლინგ სტოუნმა" რეი ჩარლზს სიაში "უკვდავები: ყველა დროის 100 უდიდესი ხელოვანი" (The Immortals:100 Greatest Artists of All Time) მე–10 ადგილი მიუჩინა.
Tuesday, April 10, 2012
ყველა ადამიანს განსხვავებული მუსიკალური გემოვნება აქვს.. მე ჯაზს ვუსმენ, რომელიც ჩემი აზრით გემოვნებიანი და ძველი მუსიკალური ჟანრია. მაინტერესებს ყველაფერი ჯაზის შესახებ.. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ბლოგი ჯაზის შესახებ გამეკეთებინა და უფრო მეტი ადამიანი დამეინტერესებინა მუსიკის ამ ჟანრით.. მართალია ნათქვამია, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა მუსიკის სფერო ხშირად ხდება ერთ–ერთი ყველაზე სადაო თემა ჩვენს თაობაში... ამიტომ ვინც თვლით, რომ ჯაზი არ არის გემოვნებიანი მუსიკა, მოდით ჯერ მის ისტორიას გავეცნოთ ცოტათი მაინც და შემდეგ შევაფასოთ ;;) და ვისაც მოგწონთ, უბრალოდ ისიამოვნეთ!!!

როგორ წარმოიშვა ჯაზი ???
ჯაზი მდინარე მისისიპის დელტაში წარმოიშვა, სადაც ქალაქი ნიუ–ორლეანი მდებარეობს. ჯაზი ნიუ–ორლეანის საროსკიპოში დაიბადა. ბადი ბოლდენი და ჯელი როლ მორტონი სწორედ სტორივილის საროსკიპოებში ხვეწდნენ ჯაზს.საროსკიპოში დაბადედებულ ჯაზს დედაც ჰყავდა და მამაც. დედას ბლუზი ერქვა, მამას კი რეგტაიმი.
იმ დროინდელი ქალბატონები ხშირად ხმარობდნენ სუნამოს რომელსაც ჯასმინის სუნი ჰქონდა, სწორედ სახელი Jazz-იც აქედან მოდის. სიტყვა Blues ნიშნავს ნაღვლიან, დეპრესიულ ხასიათს... ეს ბუნებრივია, რადგან "პირველი ბლუზმენები" ხომ აფრო–ამერიკელი მონები იყვნენ . Ragtime კი სიტყვა–სიტყვით რომ ვთქვათ დაფლეთილ რიტმს ნიშნავს. იგი XIX საუკუნის აფრო–ამერიკული საცეკვაო მუსიკიდან, მარშებიდან, პოპულარული საოპერო არიებიდან და, რაც მთავარია, იმ რიტმული მრავალფეროვნებებიდან წარმოიშვა, ოდითგანვე რომ მოსდგამდა ამერიკის მიწაზე გადმოხვეწილ აფრიკულ მუსიკალურ ტრადიციას.
Subscribe to:
Comments (Atom)



