Powered By Blogger

Thursday, June 7, 2012

Ella Fitzgerald


ელა ჯეინ ფიცჯერალდი (Ella Jane Fitzgerald) (დ. 25 აპრილი, 1917, ნიუპორტ-ნიუზი, ვირჯინია ― გ. 15 ივნისი, 1996, ბევერლი ჰილსი, კალიფორნია), ასევე ცნობილი, როგორც ‘ლედი ელა’ (სიმღერის პირველი ლედი) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით - პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით.
დაიბადა ნიუპორტ-ნიუსში, ვირჯინია, აშშ 1917 წლის აპრილში; გაიზარდა იონკერში, ნიუ-იორკი. გულის შეტევით 38 წლის ასაკში დედის უეცარი გარდაცვალებისა, ხოლო მამის ბავშვის დაბადებისთანავე გაუჩინარებით, 14 წლის ასაკში დაობლდა.

No comments:

Post a Comment